“არ ყოფილა მშვიდობის მოწოდებები” – ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრით კრემლი უკმაყოფილოა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ლიდერის ვლადიმერ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კრემლს არ მოეწონა ზელენსკის და ბაიდენს შორის მოლაპარაკებები, რადგან მინიშნებაც კი არ იყო იმის შესახებ, რომ არსებობდა პოტენციური “მზაობა მოსმენილიყო რუსეთის შეშფოთება”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, წერს TASS-ი.

“არ ყოფილა მოწოდებები მშვიდობის, … არა მხოლოდ კამერაზე, არამედ როგორც ამბობენ, კამერის მიღმაც”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.