“არ შეესაბამება სიმართლეს” – გამყრელიძე აცრის შემდეგ კაცის გარდაცვალებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ეხმიანება ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში მცხოვრები 67 წლის კაცი ვაქციანციიდან 2 დღეში გარდაიცვალა.

გამყრელიძის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ეს ინფორმაცია ნახევარი საათის წინ გადმომცეს, რომელიც ერთ-ერთმა ტელევიზიამ, ტვ პირველმა გაავრცელა, ჩვენები ეხლა ამოწმებენ ამას ბაზებით, რაც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, არ შეესაბამება სიმართლეს, ანუ არ ემთხვევა ერთმანეთს ის გვარი და სახელი, რასაც თქვენ ბრძანებთ, და აცრის შემდგომი გარდაცვალება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულების ბაზები, ასევე დაბადება გარდაცვალების ბაზები, წინასწარი რაც მაქვს ინფორმაცია, არ მინდა, რომ შემეშალოს, სახელი და გვარი ორი ადამიანის ემთხვევა, ერთი არის აცრილი, მეორე არის, სამწუხაროდ, გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია, აცრილი, როგორც მეუბნებია, ჩვეულებრივად არის”,– თქვა გამყრელიძემ.