არ შეიძლება, ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სინანული ასწორებს მას – ილია მეორე

“არ შეიძლება, ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სინანული ასწორებს მას”- განაცხადა საქართველოს  პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას.

“არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება”, –  განაცხადა პატრიარქმა.