ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი – ხოშტარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე

“ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი”- ასე ეხმაურება პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას.

”სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად შექმნეს პროცესის იმიტაციისთვის, თვალების ასახვევად. მოითხოვეს უცხოელებმა, NGO-ებმა და იფიქრეს, იყოს, დავაკმაყოფილოთ პროცედურული დემოკრატია. იყო, იყო ეს სამსახური და უცებ ლუკა სირაძის საქმე, მერე კიდე რაღაც საქმეები და იმდენად შეჭამა ტვინი, რომ პროცედურული დემოკრატიის იმიტაციის “სიკეთე” გადაფარა დისკომფორტმა მათი ატანის და მოსალოდნელმა შარმა.

რუსეთშიც NGO-ები იყვნენ და იყვნენ, ანგარიშებშიც იწერებოდა, აი, NGO-ები ფუნქციონირებსო. მერე უკვე შარმა გადაწონა. მერე მოეწონათ აკრძალვებში გამოვლენილი “ძალა” და ახლა, რასაც უნდათ, აკრძალავენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი”- წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.