ასლან ბჟანიას “კორტეჟი” ავარიაში მოყვა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას  “კორტეჟი” გუშინ, 12 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ ის არ დაშავებულა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზიდან, პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა ერთადერთ მანქანასთან შეჯახება, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.