”ათობით, ასობით ათასი ფოტოა, რომელიც ღრმა ნაიარევს ტოვებს გულსა და სულში. ისინი გვახსენებენ იმ გზას, რომელიც გავიარეთ თებერვლიდან თებერვლამდე. ის ჩვენს დნმ-ში უნდა იყოს.

ჩვენ არ გავტყდით, ბევრი განსაცდელი დავძლიეთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ეს ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე. ტერორი, ყველა მკვლელობა, ყველა წამება, ძარცვა.

რუსეთმა მკვლელის გზა აირჩია. ტერორისტის გზა. მტანჯველის გზა. მძარცველის გზა. ეს რუსეთის სახელმწიფოებრივი არჩევანია და განხორციელებულ ტერორზე იქნება სახელმწიფო პასუხისმგებლობა”,

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ასახულია უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული სახლები და  აფეთქებები.