აუდიტის სამსახურმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების მონიტორინგი დაიწყო.

აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსწავლობთ დოსიეში ასახულ ინფორმაციებს. მოკვლევა დაწყებულია, მივმართავთ ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა აქტივობას“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

ცნობისთვის, ცენტრმა დოსიემ 2 საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიოტთა ალიანსის რუსულ კავშირებზეა საუბარი. “დოსიეს” კვლევით, პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა გაუშვან ეთერში და ა.შ.