აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისთვის მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო – სუსი

აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისთვის მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო- ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწუიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი.უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისა და ჯარიმისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.