აფრიკის დასახლებაში პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა

აფრიკის დასახლებაში პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა. პოლიციამ აღნიშნული პირები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინა, რასაც მოსახლეობა ხელს უშლიდა.

პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი. მოსახლეობის ნაწილი პოლიციას ქვას ესვროდა. ადილობრივები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონს ხელოვნური ბარიერი აღემართათ და გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.