„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“– წარწერა მარსზე დაშვებულ NASA-ს როვერზე

“აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – ეს წარწერა, NASA-ს როვერის Perseverance („შეუპოვრობა“) ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად იყო.

ბლოგერი, სოხუმელი გიორგი ჯახაია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ნასამ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: WE WILL COME COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით).

ცნობისთვის, დღეს 19 თებერვალს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ინფორმაციით, ახალი მარსმავალი, Perseverance-ი მარსზე წარმატებით დაეშვა. მრავალფუნქციური რობოტი “ჯეზეროს” კრატერში სიცოცხლის ნიშნებს შეისწავლის.

აქამდე NASA-მ წითელ პლანეტაზე 8 რობოტი გაგზავნა თუმცა ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა.

როვერი მარსზე 11 წუთის განმავლობაში ჯდებოდა. ავტოპილოტის საშუალებით რობოტმა დიდი ზომის პარაშუტი გაშალა, სკანირების პროგრამამ კი შეძლო მისი დაშვება სწორედ იმ კრატერთან, რომელიც მეცნიერებს ჰქონდათ განსაზღვრული.

რობოტი, რომელიც მარსზე  გაიგზავნა, 23 კამერით არის აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება.მიღებულ მასალას მეცნიერები შეისწავლიან.