”ახლა კონცენტრირებულები ვართ პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშზე. არიან დეპუტატები, რომლებიც ამ დოკუმენტზე არიან პასუხისმგებლები. ამ ანგარიშში ყურადღება ნიკა გვარამიასაც ეთმობა…
ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია, რომ შეცვალოს თავისი პოზიცია და პოლიტიკა. ვსაუბრობ ნარატივებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” პარლამენტის წინააღმდეგ გამოხატავს. ცდილობენ თქვან, რომ ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არ არის და ცდილობენ დაგმონ ევროპარლამენტარები. ასევე ცდილობენ ებრძოლონ დიპლომატებს. ეს ეხება ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს. ებრძვიან ოპოზიციის წევრებს, ეს ყველაფერი ამ დრომდე გრძელდება.
ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტს ეს ესმის, რადგან ის პროდასავლელი პოლიტიკოსია. მას ევროკავშირში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მას ესმის, თუ რამდენად უშედეგოა ბრძოლა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და საქართველოს მეგობრების წინააღმდეგ. მან ამ პროცესში ლიდერობა უნდა აიღოს. პრეზიდენტს აქვს კონკრეტული ბერკეტები და მნიშვნელოვანია, რომ თავისი როლი მან ამ პროცესში შეასრულოს…
“ოცნება” მუდმივად ცდილობს ევროპარლამენტს იგნორირება გაუკეთოს…”
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.