აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ, სულიც ამოგხდომიათ – ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

“აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ, სულიც ამოგხდომიათ”- „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ მივიდნენ აქციაზე, სადაც მათ „კუთხეში ატუზვას“ დაავალებენ.

“ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი,რომლებიც გამოაცხადებენ რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ ჭირდებათ იმართებიან მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა,რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს,სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ.სულიც ამოხდომიათ.თუ ვერ გაიგეს,რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არა ქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო.”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.