“აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე.
ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება.”

ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე  შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს დღეს “პარაზიტები”.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 თებერვალს, 19:00 საათზე  თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება.