აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას! – მსახიობი თამთა ინაშვილი პროტესტის ნიშნად ბესო ზანგურს

”აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!”- მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად, სპექტაკლში მის ყოფილ ქმართან, ბესო ზანგურთან ერთად აღარ ითამაშებს.

“სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს, მე შენ გვერდით ვარ!ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…”სადღაც ცისარტყელას მიღმა” – არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!!” – წერს თამთა ინაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ  ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც.