აღდგება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – ცქიტიშვილის განმარტება

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ აღდგება.

მისი განმარტებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე მიიღებენ.

“ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ის მოქმედებს, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. ჩვენ  ევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას”. – თქვა ცქიტიშვილმა.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო 15 თებერვლიდან სკოლები და რესტორნები.

რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვლიდან, სრულად იხილეთ ბმულზე.