აღდგომის აღნიშვნა მოკრძალებულად მოგვიწევს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღდგომის აღნიშვნა წელსაც, გასული წლის მსგავსად, “მოკრძალებულად მოგვიწევს”.  ამის შესახებ, ტიკარაძემ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

“წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ, ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები”, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.