აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 7 000 ჯარისკაცი დაამატა – CNN

CNN-ის ცნობით, აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ ძალებს 7000 ჯარისკაცი დაამატა, მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ჯარები გაჰყავს.

„ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ, მაშინ როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ,“ – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

“ყველა ინდიკატორი გვაქვს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ არიან მზად მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისთვის, მაშინ, როდესაც ფარულად ომისთვის ემზადებიან”,– ამბობს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.

CNN-თან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს.

”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ იმედია, მსოფლიო მზად არის,“- თქვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.