აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გუშინ ტელეფონით რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ესაუბრა. მათ რუსეთთან დიალოგის მზაობა გამოთქვეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და დიპლომატიისა და დიალოგის გაგრძელების ერთგული რჩებიან. აშშ და ნატოში მისი მოკავშირეები ერთიანები არიან და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომების უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.