აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი თვითიზოლაციაში გადავიდა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ს თავად განუცხადა.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მილიონ 347 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 80 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.