“ეს ადამიანი გადის უკვე პენსიაზე და არ მინდა მასთან პოლემიკაში შესვლა, საერთოდ არ შევალ პოლემიკაში. […] პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მე მგონი არცერთი არ მივედით, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ ჯობდა არ მისულიყო. არ დავაკონკრეტებ, არ მინდა, არ ვიცით, თვითონ დააკონკრეტებს თუ ექნება სურვილი, დასამალი არაფერი არ არის ამაში, ერთი არ იყო სხვათა შორის, ასეთი იყო სამი. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, იმიტომ რომ სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა, მერე უთხრეს, რომ ჯობდა არ მისულიყვნენ, ეს არის რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი დამოკიდებულება, ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა”,

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.