აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 23 მარტს მოსმენა გაიმართება. “დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოში“ – ამ სახელწოდებით არის ჩანიშნული სენატში საგარეო კომიტეტის მოსმენა.

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, რომელიც მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ზედამხედველობაში. სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან.