აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ქაბულში “თალიბანის” ლიდერს შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი 23 აგვისტოს საიდუმლოდ შეხვდა “თალიბანის” ლიდერს ქაბულში. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.  ბერნსი ავღანეთში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით ჩაფრინდა და “თალიბანის” პოლიტიკური ფრთის ლიდერსა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას აბდულ ღანი ბარადარის. შეხვდა. მედიაში გავრცელებული ცნობა არ დაუდასტურებია არც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, არც “თალიბანს”.

შეხვედრის დეტალები უცნობია. გაისმის ვარაუდები, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების საგანი ყოფილიყო ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის ბოლო ვადის გადავადება. ბოლო ვადად 31 აგვისტოა დათქმული.