აშშ-ის წამყვანი რესპუბლიკელები პირობას დებენ, რომ არ შეამცირებენ უკრაინას დახმარებას და შეეცდებიან მისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებას

წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ უკრაინას შეუძლია  კვლავ ქონდეს ორპარტიული მხარდაჭერის იმედი მას შემდეგ, რაც იანვარში ახალი წარმომადგენელთა პალატა შეიკრიბება, რომელშიც დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს .

ეს განცხადებები გაკეთდა  შიშის ფონზე, რომ კონგრესის ახალ შემადგენლობას შეუძლია შეამციროს დახმარება კიევისთვის.

ამავდროულად, ტელეკომპანია ABC-ის ეთერში მოწვეულმა წამყვანმა რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს მათი ფრაქციის ლიდერის, კევინ მაკკარტის განცხადებას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებები ამ მიმართულებით უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას საჭიროებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ კარტ ბლანში მივცეთ   [თეთრ სახლს] “, – თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა მაიკლ მაკკოლმა. მან გაიხსენა, რომ უკრაინისთვის ბოლო დახმარების პაკეტი პალატის წევრებს კენჭისყრის დღეს გადაეცათ  და დეპუტატებს მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდათ მის შესასწავლად.

“რესპუბლიკელები სხვაგვარად იმართებიან. ახლა ჩვენ გვაქვს ხმა და ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ ეს დახმარება იქნება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

შეამცირებს თუ არა ეს ჩვენს სურვილს დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს ბრძოლაში? არავითარ შემთხვევაში. ეს მხოლოდ უფრო მეტი პასუხისმგებლობით განხორციელდება.“- თქვა მან.

დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრმა,  რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია კვლავ დაეყრდნოს აშშ-ს მხარდაჭერას, მაგრამ ეს უფრო სტრუქტურირებული გახდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ მოგვიწევს დემოკრატების მიერ 40 მილიარდამდე გაბერილი კანონპროექტების გატანა,  რომლებიც მიიღეს იმისთვის, რომ საბოლოოდ უკრაინისთვის  8 მილიარდი გაეგზავნათ“, – თქვა მან. ტერნერი გულისხმობდა 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც გაზაფხულზე მიიღეს , და რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო  უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერისთვის.

ორივე რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის უფრო გრძელი რადიუსის რაკეტების გადაცემას, რასაც თეთრი სახლი აქამდე ეწინააღმდეგებოდა. ტერნერმა ასევე ხაზი გაუსვა შეიარაღებული ძალების ადვილად გამოსაყენებელი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.