მოვუწოდებთ ეუთოს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია – გაეროში აშშ-ს ელჩი

გაეროში აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას–გრინფილდმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციას.

მისივე თქმით, რუსეთი არ ასრულებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის ვალდებულებას.

“მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებს. რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე ან ვალდებულება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის თავისუფალი წვდომის საშუალების შესახებ”,– აცხადებს გარეოში აშშ–ს ელჩი.

ის ეუთოს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მან ოკუპაცია დაასრულოს.

“შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.