აშშ–მ “ვაგნერი“ საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ–მ  კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როგორც „საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ აღიარა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მსგავსი გეგმების შესახებ ადრე ამერიკული მედია აშშ-ის ხაზინაზე მითითებით წერდა, რომელიც სანქციების რეესტრს აწარმოებს.

“ძლივს ვაგნერი და ამერიკელები კოლეგები არიან. ამიერიდან ჩვენს ურთიერთობას შეიძლება ეწოდოს “კრიმინალური კლანების გარჩევები”, – ციტირებს პრიგოჟინის  კომენტარს ამ საკითხზე მისი პრესსამსახური.