აშშ-მ თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ხაზინის განცხადებაში.

ასევე შეერთებულმა შტატებმა,  შავ სიაში შეიყვანა რუსი პროპაგანდისტი გალინა დანილჩენკო  და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი სერდიუკოვი.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დღეს გამოაცხადა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.  სანქციები დაუწესდა ასევე  ასობით კომპანიას, მათ შორის: “კამაზი”, “ტუპოლევი” და “დონბასის მოხალისეთა კავშირს”, ასევე რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Rostech Corporation-ს, და რუსეთის 57 მოქალაქეს.