აშშ-მ საქართველოს ლაზერული სისტემა MILES-ი გადასცა – პროგრამა $4.3 მლნ ჯდება

აშშ–ის საელჩოს განცხადებით, ამერიკა საქართველოს სამხედრო სისტემას გადასცემს, რომელიც 4.3 მილიონი დოლარი დაჯდება.

“აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს”,– აცხადებს აშშ–ის საელჩო საქართველოში.