აშშ-მ უკრაინას რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა

შეერთებულმა შტატებმა დახმარების პაკეტში, უკრაინის საჰაერო ძალებს რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა – შესაბამისი განცხადება, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კალმა არ დააკონკრეტა გაგზავნილი რაკეტების რაოდენობა და ტიპი. საუბარია AGM-88 მაღალსიჩქარიან რადარის საწინააღმდეგო რაკეტებზე (HARM).

  • “დახმარების პაკეტებში ჩვენ შევიტანეთ არაერთი რადარის საწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც შეიძლება უკრაინულმა თვითმფრინავებმა ისროლონ, რაც ააფეთქებს რუსეთის რადარებს და სხვა სამიზნეებს” – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა.