აშშ-მ უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყო

ამერიკამ გერმანიის ბაზაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამატებითი წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.  უკრაინელები წვრთნების ფარგლებში ისწავლიან იმ რადარების სისტემებისა და ჯავშანტრანსპორტის მართვასაც, რასაც აშშ უკრაინას უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტით უგზავნის.

„ეს ძალისხმევა გაგრძელებაა იმ პირველადი საარტილერიო წვრთნის, რაც უკრაინის ძალებმა სხვაგან უკვე მიიღეს და ასევე მოიცავს რადარების სისტემებსა და ჯავშანტრანსპორტზე წვრთნებსაც, რაც ახლახან გამოცხადდა უსაფრთხოებაში დახმარების პაკეტის ნაწილად.

ახლახან ფლორიდის ეროვნული დაცვის წევრების შეხვედრა მათ უკრაინელ კოლეგებთან, როგორც გვითხრეს, ემოციური იყო, იმ ძლიერი კავშირების გათვალისწინებით, რაც მათი თანაცხოვრებისა და ერთად მუშაობის შედეგად შეიქმნა, მანამ სანამ მათი გზები თებერვალში დროებით გაიყრებოდა“, – განაცხადა პენტაგონის პრეს მდივანმა, ჯონ კირბიმ.