აშშ-ს არ ესმის პუტინის, არ ესმის, რა ხდება კრემლში – პესკოვი

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ეხმიანება აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს თავისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან, რადგან მისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ.

პესკოვის თქმით, აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება კრემლში, ეს იწვევს მათი შეცდომები.

“ეს ალბათ ჩვენს შეშფოთებას იწვევს – გამოდის, რომ არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც პენტაგონს არ აქვთ რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება კრემლში. და მათ უბრალოდ არ ესმით, რა ხდება კრემლში. კრემლი, მათ არ ესმით პრეზიდენტ პუტინის, მათ არ ესმით, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და არ ესმით ჩვენი მუშაობის სტილი“,– განაცხადა პესკოვმა.

კრემლის სპიკერი აღნიშნავს, რომ “ასეთი გაუგებრობა იწვევს მცდარ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება“.