აშშ-ს სადაზვერვოს ინფორმაციით, რუსეთი მაისში ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას ეცდება

შეერთებული შტატების სადაზვერვოს ინფორმაციით, რუსეთი  მაისის შუა რიცხვები ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას ეცდება. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

“ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები, რომ  რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს”- თქვა მან.

კარპენტერის თქმით, რუსეთი გეგმავს, რომ ხერსონი ე.წ. სახალხო რესპუბლიკად შექმნას რომელიც ასევე ანექსირებული იქნება.