აშშ-ს საელჩო: კახი კავსაძის მემკვიდრეობა მარადიულია, თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს

აშშ-ს საელჩო საქართველო კახა კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

“ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს”,- წერია საელჩოს განცხადებაში.

მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.