აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა – პენტაგონი

CNN-ი პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა.

უკრაინელები მას საზღვარზე მიიღებენ და ქვეყანაში შემდეგ გადაანაწილებენ. შეიარაღების ზუსტი სია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში პირველ რიგში ის შეიარაღება გაიგზავნება, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

”მათ შორის ჰაუბიცები და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები, ასევე რადარები.” – წერს CNN-ი.