აშშ უკრაინას კიდევ 500 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა ზელენკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხად.

თეთრი სახლის განმრტებით, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.

“ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა შეასრულოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები უკრაინის მხრიდან, კონფლიქტზე კრიტიკული გავლენა მოახდინა იარაღმა და აშშ-ს მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინულ სამხედროებს, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა”,– წერია განცხადებაში.