აშშ უკრაინიდან 100 ათას ლტოლვილს მიიღებს

აშშ მზად არის საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინიდან 100 ათასი ლტოლვილი მიიღოს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბევრ უკრაინელ ლტოლვილს უნდა ევროპაში, საკუთარ სახლთან ახლოს დარჩეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ აშშ–ში 100 ათასი ლტოლვილი მივიღოთ, ვისაც უნდა საკუთარ ოჯახს შეუერთდეს (იგულისხმება აშშ–ში მცხოვრები ოჯახის წევრები)“– განაცხადა ბაიდენმა.