აშშ-ში ფიქრობენ, რომ ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება – CNN

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით ომი უკრაინაში შეიძლება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი  ორ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“CNN-თან საუბრისას ბევრმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რთულია ზუსტად ივარაუდო თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მაგრამ ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვალა, და ნაკლებ სავარაუდოა რომ ის დიპლომატიური მოლაპარაკების გზებს მიყვება, თუ სამხედრო მარცხს არ განიცდის” – წერს CNN-ი