აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 4657 ადამიანი

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 485 ადამიანი დაინფიცირდა, 604 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 209 ათასს მიაღწია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსით ინფიცირება 4657 ადამიანთან ლეტალურად დასრულდა.

მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით 924 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 46 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 193 ათასი განიკურნა.

რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.