აცრილებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევები არ უნდა გაგვიკვირდეს – გაბუნია

“არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება. ასეთია მსოფლიო გამოცდილება”,– ასე ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ორჯერ აცრილი პაციენტის გარდაცვალებას.

“ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს”,– ამბობს გაბუნია.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ აცრილი პაციენტის გარდაცვალება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია.

ტიკარაძის თქმით,  ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევები “0.001 პროცენტია”.