ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა.

მისი თქმით, ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი, რადგან ერთეული შემთხვევები მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.

“მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001 პროცენტი. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან.

ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”,– თქვა ტიკარაძემ.