აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩინოსნების ხელფასების ზრდას 1.24 მილიონი ლარი მოხმარდება – “ფლანგვის დეტექტორი”

პანდემიისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების შრომის ანაზღაურების მუხლები ჯამში 1 242 600 ლარით გაიზარდა- ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“პანდემიისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების შრომის ანაზღაურების მუხლები ჯამში 1,242,600 ლარით გაიზარდა.

 პროგრამა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა” 2021 წელს ვერ განხორციელდება, თუმცა შრომის ანაზღაურებისთვის 2020 წელს გათვალისწინებული 1,498,800 ლარი, დაზოგვის ნაცვლად, ხელფასების ზრდას მოხმარდება.”- ნათქვამია განცხადებაში.