ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა – დაინფიცირებულია 5 ბენეფიციარი და 1 თანამშრომელი

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით დაინფიცირებული ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.როგორც თავშესაფრის ხელმძღვანელმა დეკანოზ იოანე ბარამიძემ განაცხადა  თავშესაფრის ბენეფიციარების დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ინფიცირებულია ამავე დაწესებულების თანამშრომელიც, რომელიც 2 სექტემბრის შემდეგ შვებულებაშია.

“ხუთი ხანდაზმული დაინფიცირდა, მათი მდგომარეობა სტაბილურად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩვენთან პერიოდულად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოდიოდნენ და შესაბამის გამოკვლევებს აწარმოებდნენ. ბოლოს რამდენიმე დღის წინ, ნიმუშები აგვიღეს და ეპიდემიოლოგები რეკომენდაციები გასცენ. ხუთს დაუფიქსირდა ერთდროულად, მათი ოთახები დაკეტილია, რადგან დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

ამასთან, დაინფიცირებულია ჩვენი თანამშრომელი, რომელიც 2 სექტემბერს შვებულებაში გავიდა. თანამშრომელს 2 რიცხვამდე ჰქონდათ კონტაქტი ამ ადამიანებთან.

2 სექტემბრის შემდეგ ჩვენთან კარანტინი გამოცხადებული, ჩაგვიტარდა ტესტი და რეკომენდაციები მივიღეთ. ყველა თანამშრომელს აუღეს ანალიზი და ველოდებით, პასუხებს. დაწესებულებაში ამ დროისათვის 120 ხანდაზმული გვყავს “, – აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი.