ახალი არჩევნების გარეშე შეთანხმების აზრს ვერ ვხედავ – ნიკა მელია

ნიკა მელია აცხადებს, რომ ახალი არჩევნების გარეშე ხელისუფლებასთან შეთანხმებაში აზრს ვერ ხედავს.

“არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება, მგონი, ეს დღეს ბავშვსაც კი ესმის ამ ქვეყანაში. ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის სახელმწიფოს სასარგებლოდ, შედეგზე გათვლილი ბრძოლა. ამიტომ, აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, რომელშიც არ იქნება მთავარი – ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს, ან არჩევნებამდე მისასვლელი სხვა, ნებისმიერი გზა”,– ამბობს ის ტვ პირველთან.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებას უნდა ამნისტირების ინიცირება, არ უნდა დაარქვან 20 ივნისი და უნდა შეიყვანონ ნიკა გვარამია, ვატო წერეთლის მამა, ბადრი და მამუკა ხაზარაძეც.

“დავუშვათ, მე გამომიშვებენ, მერე მათ დაიჭერენ და მათი გაპროტესტების პროცესში, ისევ დამიჭერენ. ეს დევნა უნდა შეწყდეს. ჩემზე კომპრომისი არ გაკეთდება“,– აღნიშნავს მელია.