ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი – EPP

ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს.

EPP–ს განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება ახალი დემოკრატიული არჩევნები იყოს.

“ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი”. – წერია EPP-ის განცხადებაში.