ახალი შემთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან განკურნებული 20 პაციენტიდან, 10 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მისივე თქმით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს სიმშვიდის მოპოვებას არ ნიშნავს.

„ახალი შემთხვევა არ გყვავს – კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა გვრჩება ქვეყანაში. 20 გამოჯანმრთელებული გყვავს გუშინდელს მერე და ახლა 724-ია. ამ მონაცმეებით, 141 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით – რეგულაციები არსად არ წასულა. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი ჰიგიენის დაცვა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-დან 10 ჩვენი კლინიკიდანაა და ამ ეტაპზე, 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 პაციენტი რჩება მძიმე, რომლის დინამიკა დადებითია, ვიმედოვნებთ ხვალიდან ამოვიღებთ მძიმე პაციენტთა სიიდან. დანარჩენი პაციენტები მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.