ახალსოფელში კაცი დაჭრეს

ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივების ცნობით, სავარაუდო ბრალდებული და დაჭრილი ახლო მეგობრები არიან.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა და ექსპერტები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.