ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს – ტიკარაძე პანსიონზე

”ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს”- ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში.

“სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამასთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს”, – თქვა ტიკარაძემ.