“ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთი მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია”

აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.