ახლა ჩემთან დატოლების დრო არ არის – მიხეილ სააკაშვილი

“ახლა  ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა. ის ოპოზიციას სთავაზობს, რომ არჩევნებისთვის ერთიანი სია შექმნან.

“ვინ იქნება ბრძოლის წინა ხაზზე, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ხვალ ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა აიტაცებს დროშას და ის იქნება წინა ხაზზე.

ახლა შურის დრო არ არის, ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა, რადგან, გარწმუნებთ. ჯერ ერთი, ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება და საერთო საქმეს დააკლდება. “- ამბობს სააკაშვილი