ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღდგომის ღამეს ლიტანიობა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.
ვიდეოში, რომელსაც მთავარი არხი აქვეყნებს, ჩანს რომ მრავალრიცხოვანი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ტაძარს ტრადიციისამებრ გარს უვლის რამდენჯერმე, თუმცა ამ დროს 2-მეტრიანი დისტანციის წესი დაცული არ არის.
საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების გაფრთხილებების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად ჩატარდა.
მთავრობა და საპატრიაქო შეთანხმდნენ, რომ აღგომის ღამეს მრევლი ტაძრებში 21 საათამდე მივიდოდა და დილის 6 საათზე დატოვებდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.