“დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით. ბრძოლა გრძელდება”
აცხადებს ლელოს ლიდერი მამუკა ჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა.